"ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი.
ჩვენ მივხედოთ ევროკავშირის რეზოლუციებში რომ წერია, რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის, მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან და რუსეთში რომ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი, ამ პრობლემებს მივხედოთ, ეს არის დღეს ჩვენი ხალხის პრობლემა. – ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„„ბიბისის“ გამოძიება უმნიშვნელოვანესია და თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც არ არსებობს ამ დრომდე, პასუხი გაეცემა. ამიტომ დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს. უბრალოდ, საქართველოში რომ დღეს ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განსაზღვრელი ეს ვერ არის.
ცხადია, უმნიშვნელოვანესია ეს სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ყველაფერს გასცემს პასუხს. ასევე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ იმ სქემაში ნახსენები ადამიანები საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნესs მოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ესენი არიან მგელაძე და ბენიამინი, რომლებსაც ბიზნესები აქვს საქართველოში, კალაძის მერიის გვერდით ოფისები აქვს. მაგალითად, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, ამ ქვეყანაში რომ ტრანსნაციონალური დანაშაული მექად აქცია ბიძინა ივანიშვილმა, უჩა მამაცაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. რაიმე გამოძიება თუ იარსებებს, იმას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და გაეცემა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან