რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის  მოთხოვნის პარალელურად დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ამერიკის შეერთებული  შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად რუსული ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს.  უმნიშვნელოვანესია კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ  ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.  უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააარმდეგ და მეტიც რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის. 

 ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხარ თეძოზე წამოწოლილები წამომდგარან ...  ვიღაცეები პირდაპირ ქოცების, რუსული ოცნების მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. ძაღლი ყეფს ქარავანი მიქრის - მათი არჩევანი და ნებაა.

 რეალურად ნაციონალური მოძრაობაარის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რუსული ოცნებისდასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად.

 ამასობაში რუსული ოცნება, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას. მსურს  ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად." - წერს ლევან ხაბეიშვილი.