დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას და ნახავთ, იმ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუსს ოლიგარქს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„პარტიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. რეგიონ-რეგიონ, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვივლით ძალიან ბევრს და სწრაფად, რომ ადამიანებს იმედი დაუბრუნდეთ. პროტესტი საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ ქართველ ხალხს რწმენა უნდა ჰქონდეთ, რომ ჩვენ გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ. ამიტომ უახლოეს პერიოდში, ცხადია გაგრძელდება ყველა ქალაქში და რაიონში შეხვედრები. პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი დედაქალაქში თავს მოიყრის. ჩემო ძვირფასებო, დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას და ნახავთ, მათ შორის იმ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუსს ოლიგარქს. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება, პრეზიდენტ სააკაშვილი პუტინთან მებრძოლის მთავარსარდლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ეს არის მთავარი სამი მიზანი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ რუსს ოლიგარქიულ რეჟიმზე. ეს არის ფეიგინის მიერ დაორგანიზებული აქცია და პარალელურად მიმდინარეობს 20-მდე ქვეყანაში. ვისაც შეუძლია თითო აგურის დადება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოლიგარქის მარცხში, მზად ვარ ყველასთან სალაპარაკოდ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.