ქუჩაში აქციების მართვა თავის სტანდარტებს ითხოვს: უნდა არსებობდეს იდეა, ლიდერს უნდა ჰქონდეს ინტელექტი და ძლიერი პოლიტიკოსის იმიჯი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი კომიკური პერსონაა და ამათგან ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს - ამის შესახებ პოსტივის“ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩის აქციებს იდეა და ინტელექტუალი ლიდერი სჭირდება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს:
„ქუჩაში აქციების მართვა თავის სტანდარტებს ითხოვს: ლიდერს უნდა ჰქონდეს ინტელექტი, რომელიც ხაბეიშვილს არ აქვს; უნდა არსებობდეს იდეა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია; ლიდერს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოლიტიკოსის იმიჯი - ხაბეიშვილი კი უბრალოდ კომიკური პერსონაა; ლიდერს, თავის მიერ შექმნილი ისტორიით, ხალხთან საუბრის უფლება უნდა ჰქონდეს - ხაბეიშვილი კი ამ კრიტერიუმებიდან ვერცერთს ვერ აკმაყოფილებს და რამდენიმე კაციანი აქციებით თამაშობს სპექტაკლს, რომ ნაპერწკლიდან ალი, ანუ რევოლუცია აინთება“, - აღნიშნა ჩიბურდანიძემ.