"არ ვაპირებ თემურ ალასანიას კომენტირებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„მე არ ვარ თემურ ალასანიას არც სპიკერი და არც წარმომადგენელი. შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ. არ ვაპირებ მის კომენტირებას. შეგიძლიათ დაურეკოთ თვითონ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს.