არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პუტინთან მეომარ მთავარსარდალს კლავენ წამებით და ამაზე საუბრობს ევროპული რეზოლუციები. მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მკურნალობა მესამე ქვეყანაში. აქ ვერ და არ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მკურნალობას და ამაზე მეტყველებს ის დასკვნები, რომელიც გზადაგზა წამოგვეწევა ხოლმე საზოგადოებაში. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა ხაბეიშვილმა.