ვაპირებ 15 ივნისს ჭიათურაში ჩავიდე, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, პირველივე წუთებიდან ჩავერთეთ. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები ჭიათურაში. გუშინ ხელისუფლებას მოვუწოდე მედიატორი ჩასულიყო, იმიტომ რომ იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს.
მე ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები. მე თვითონ ვიქნები 2 დღეში და შევხვდები ამ ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა.