83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია - სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი "მთავარი არხის" ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა.
ცნობისთვის, ტვ "მთავარი არხის" ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
როინ მეტრეველი უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია "სრულფასოვნად" უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ჟურნალისტს მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მას და პრემიერს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, საქმისთვისაა საჭირო.