კანონის თანაბრად დაცვა ყველას მიმართ არის ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი გამოსავალი და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ პროცესს წაადგება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ლევან იოსელიანმა.
„ამაში იგულისხმება ის აქციის მონაწილეც, რომელმაც გადაამეტა თავის გამოხატვის თავისუფლებას და პოლიციელზე მიიტანა იერიში - ქვა ესროლა, თუ მაშხალა ესროლა, რაც გაუმართლებელია, ამაში იგულისხმება ისიც, როდესაც პოლიციელმა დააკავა ადამიანი, შემდეგ მოახდინა ფიზიკური ზემოქმედება და მას არაადამიანურად მოეპყრო - ცემა და ასეთი ფაქტები მე ბევრი ვნახე. წინასწარი დაკავების იზოლატორებში 100-ზე მეტ ადამიანს შევხვდი. იმის თქმა მინდა, რომ ამას სჭირდება რეაგირება, კანონის უზენაესობა გულისხმობს. ვიცით, რომ ერთ მხარეს არიან ადამიანები პასუხისგებაში მიცემული და მეორე მხარესაც არიან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, კანონის აღსრულება უნდა იყოს თანაბარი. ეს გაათანაბრებს საზოგადოებაში ამ განწყობებსაც, რადგან ასეთ დროს უსამართლობის განცდა იქნება მაღალი“, - განაცხადა იოსელიანმა.