ძალიან არ მომწონს, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციური ტელევიზიების ეთერებში რომ არ დადიან , - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ძალიან არ მომწონს, ხელისუფლების წარმომადგენლები რომ არ დადიან ოპოზიციური ტელევიზიების ეთერებში და არ იღებენ მონაწილეობას დებატებში. ეს დებატები აუცილებელია. ეს არის ის სივრცე, რომელიც უნდა გაიხსნას და რამაც უნდა მოგვცეს გარემო, სადაც .. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, უნდა გადავლახოთ ეს პროცესი, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.