სახალხო დამცველი ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა აღნიშნულ დაწესებულებებში და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში გადაამოწმოს ყველა ინდივიდუალური შემთხვევა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.