საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოჯახთან და უწყებებთან კომუნიკაციით ინფორმაციას აგროვებენ.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენენ.

„რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ვფიქრობთ, ოჯახთან და უწყებებთან კომუნიკაციით შევაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ უკვე ანგარიშის სახით წარვუდგენთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.