თუ ივანიშვილი არჩევნებზე ძალადობას გადაწყვეტს, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება, ამას არავინ „გაუპრავებს",- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„როცა ამბობენ, არჩევნებში 60 %-ის აღებაზე, მაგ დროს ძალიან დიდი ხმით უნდა იცინოს ადამიანმა, იმიტომ რომ ამაზე სერიოზულად პასუხის გაცემა, ან ამაზე სერიოზული კომენტარი არის ზედმეტი, ძალიან სასაცილოა. 60 მანდატის სიახლოვეს იქნებიან, რაც იქნება მათთვის კატასტროფა, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა, ან მათთან დაკავშირებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სავარაუდოდ „ქართული ოცნება“ ამ მანდატით იქნება წარმოდგენილი, თუ ამ ქვეყანაში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება. თუ ივანიშვილი არჩევნებზე ძალადობას გადაწყვეტს, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება, ამას არავინ „გაუპრავებს",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.