პატრიარქთან დაკავშირებულ ამბავს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი იხსენებს:
"რაღაც პრობლემა შემექმნა ცხოვრებაში, მაშინ არ ვიყავი ხელდასხმული, სტიქარი მეცვა. ოჯახური პრობლემა იყო და სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, რომელიც მე არ მქონდა. მივედი პატრიარქთან და ვთხოვე, ეს თანხა ხვალ ან ზეგ უნდა მივიტანო, მე არ მაქვს და დამეხმარეთ-მეთქი. იქ რაღაცა ხელფასი მქონდა მე საპატრიარქოში და იქიდან მე დამიკავეთ და მე დავაბრუნებ. პატრიარქი არც დაფიქრებულა, დაუძახა მოლარეს და უთხრა, ეს თანხა მოიტანეო. მაშინ ეს დიდი თანხა იყო. მაგრამ მე ვამბობდი რომ დავაბრუნებ ამ თანხას. პატრიარქმა მითხრა, ვინც მოვა შენთან გაჭირვებული და იმას დაეხმარები, მაშინ დაიწყებ გადახდას ამ ვალისას. ეს ვალი მე დღემდე მომყვება. მე მივხვდი რომ პატრიარქმა ამით მითხრა - ისწავლე მოწყალება. იმიტომ რომ უფალი მოწყალეა, შენ თუ მას არ მიესმგავსე როგორ იქნები შენ უფალთან", - განაცხადა მეუფემ.




