„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილი განცხადებით, ვიცე-სპიკერის პოსტზე მის კანდიდატობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ისარგებლა რეგლამენტით დადგენილი კვოტით და შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

"პროცედურულად წარდგენილია, მაგრამ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამტკიცებს.  ეს განცხადებები კობახიძემაც დაადასტურა გუშინ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს მისი მისამართით და განმარტა: 

„უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან მთელ რიგ საკითხებში. გუშინდელი კობახიძისა და მელიას განცხადებები ასევე უნისონში და თანხვედრაშია. ეს სამწუხარო რეალობაა და დასკვნის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, წევრს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა და ფსიქოლოგიური ფაქტორები, კონცენტრაცია მოახდინონ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის მთავარი ბოროტების, „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის წინააღმდეგ. სჯობს, ამ ადამიანმა არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა გადალახოს“,