"საზოგადოებას, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მელიას საარჩევნო შტაბების და მათი ცალკეული წარმომადგენლების ეს ორკესტრირებული კამპანია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ , აბსოლუტურად არაფრის მომცემია და მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება. წარმოუდგენელია , ეს ადამიანები მეორედ და მესამედ აკეთებენ წრეზე ამ განცხადებებს, ხან პარტიას ტოვებენ და ხან საკრებულოს ფრაქციებს.ყველა უნდა დავამშვიდოთ, ნუ წვალობთ, არჩევნები აუცილებლად იქნება ერთ წელიწადში, ისე როგორც ეს პარტიის წესდებითაა განსაზღვრული 2025 წლის იანვარში.“- განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა

„საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის თუ ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირ შედეგი არ ექნება. მართლა წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს ზოგიერთი მეორედ და მესამედ აკეთებენ ამგვარ განცხადებებს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული და ბუნებრივია, ეხმიანება და ეთამადება „ქართული ოცნების“ ინტერესებს პირდაპირ, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ კარგად იცოდეს, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და არჩევნები ჩატარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის იანვარში. ყველას მოვუწოდებთ, რომ პარტიის კარები ღია არის ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი ბრძოლა „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ, ამ ადამიანებისთვის ეს კარი ღიაა და ჩვენ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამასთან მიმართებაში და მოვუწოდებთ ნიკა მელიას, დამარცხებული კანდიდატების საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს, რომ შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

ეს არის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბების და მთლიანი შტაბის არა, მათი ცალკეული წარმომადგენლობების განცხადებები და არანაირი საერთო არ აქვს არც პარტიის ოფიციალურ პოზიციას რაიმე ორგანიზაციებში, საკრებულოებში. საკრებულოში ენმ-ს ჰყავს 800-მდე წევრი, დანარჩენი 755 წევრის განცხადებების კამპანიას თავიდან ვერ დავიწყებთ.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა