ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით ბუნებრივია მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და არც ავიღებთ, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ის სიმულაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისათვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
"დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხთან წარმოჩენა, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის ერთის მხრივ არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულებისათვის იცლის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები, ეს ბუნებრივია ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუციის წარმოჩენა. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა დაიხუროს და ამას მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც." - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.