„ერთაინი ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს იმპიჩმენტის პროცედურაში. პრეზიდენტს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას - შეასრულოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მისი წილი პასუხისმგებლობა, რომ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ აქვს არანაირი კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი და „ქართული ოცნება“ ამას იყენებს, რომ გადავუხვიოთ მთავარი თემებიდან. იმავდროულად „ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიო ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს, იმავდროულად პრეზიდენტს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რომ ვთხოვთ რომ შეასრულოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მისი წილი პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამ იმპიჩმენტის პროცედურაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს, საერთოდ უსაფუძვლო არის და ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ მან შეასრულოს მისი წილი კონსტიტუციური პასუხისმგებლობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა