თუ მანიფესტს არ მოაწერს ხელს ნიკა მელია, არ იქნება, ვერ იქნება პარტიის წევრი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იქნება თუ არა ნიკა მელია ისევ პარტიის წევრი, თუ ის მანიფესტს ხელს არ მოაწერს.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით,  პარტიაში ვერ დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ერთიანობის მანიფესტს ხელს არ მოაწერენ.

"ყველა ხვდებით, რომ ამ დოკუმენტის ადრესატები არიან ის ადამიანები, ვინც პარტიის წინააღმდეგ საჯარო, ღია კამპანიას ეწეოდნენ. პირველ რიგში, ხომ ყველა ხვდებით, რომ ამ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია და შესაბამისად, პირველ რიგში, ნიკა მელის ეხება ეს დოკუმენტი, ნიკა მელია თუ მოაწერს და მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილი სუბიექტი და ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში. [...] [თუ მანიფესტს არ მოაწერს ხელს ნიკა მელია, ის იქნება მაინც პარტიის წევრი თუ აღარ იქნება?] არ იქნება, ვერ იქნება პარტიის წევრი, ის ვერ წარმოადგენს და არ წარმოადგენს ენმ-ის ინტერესებს", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.