„დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს. არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, ყველაფერი ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

"ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ აკონტროლებს „ქართული ოცნება“, სასამართლოს კლანი, სწორედ მათი წევრებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ დიდი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ იყო და კიდეც ვამბობდით, რომ იქნებოდა განსხვავებული აზრები, ისიც ვიცოდით ვინ დაწერდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას - გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი, დანარჩენმა მხარი დაუჭირეს განა კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ ნორმების სამართლებრივ განმარტებას, არამედ მხარი დაუჭირეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ ვერსიას სამწუხაროდ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც აღარ არსებობს, არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, რომელიც რაიმე ობიექტურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს. მეორე არის, რომ როგორ მოხდება ამ საკითხის განვითარება პარლამენტში.

„გახარიების“ განცხადებები ცოტა არასერიოზულია, მით უმეტეს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ნაწილში მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი გახარიას რა როლი აკისრია ზოგადად ივანიშვილის კარზე და ქართულ ოპოზიციაში, ეს არასერიოზული თემა არის, მაგრამ იმავდროულად ჩვენ იმთავითვე, როდესაც ეს საკითხი პირველად გაჟღერდა, მაშინვე განაცხადა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ეს არის პოლიტიკური ფარსი, ამ მანიპულაციაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, არ დავესწრებით კენჭისყრის პროცედურას და მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გამოირიცხოს ის ინტერპრეტაციები, დავტოვოთ ყველამ დარბაზი და ამ პოლიტიკურ მანიპულაციაში და ფარსში „ქართული ოცნება“ დავტოვოთ მარტო.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.

ცნობისთვის, საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა