ღარიბაშვილს, ივანიშვილს, კობახიძეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ღარიბაშვილს, ივანიშვილს, კობახიძეს აქვთ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არასრულფასოვნების კომპლექსი და შესაბამისად, აქედან გამომდინარე მასზე ყველა სიბინძურეს საუბრობენ, ყველა ბოღმას გამოხატავენ იმისათვის, რომ რაღაცნაირად კნინობითად მოიხსენიონ, მაგრამ პირიქით ხდება, საზოგადოება ყველაფერ ამას პირიქით აფასებს. ყველა ხვდება, რომ დღეს სწორედ მიხეილ სააკაშვილს აქვს ის რესურსი, ის ძალა, რომ ქვეყნის კონსოლიდაცია მოახდინოს ევროპული მომავლის გარშემო“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.