„მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და პირადი თავგანწირვის მაგალითზე აჩვენა საზოგადოებას, თუ ვის ხელში იმყოფებოდა საქართველო.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის რეჟიმის პირადი პატიმარი, ეს აღიარებული არის მრავალი ქვეყნის პირველი პირების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ეს აღიარებული არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ადამიანი ჩამოვიდა და პირადი თავგანწირვის მაგალითზე აჩვენა საზოგადოებას, თუ ვის ხელში იმყოფებოდა საქართველო. ამიტომ, ჩვენ გვმართებს საპროტესტო აქციების გაერთიანება, მათ შორის ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო აქტივისტებს იმისათვის, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა."- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.