ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი, ის იყო და იქნება ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა. მას შეიძლება არ ჰქონდეს ეს სურვილი, მაგრამ განცდა არის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამაზე ფიქრობს და აწუხებს, რომ დღეს ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება მომავალშიც ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.