„ჩემზე ბრალის წაყენება არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და მინდა ერთი რამ ვთქვა - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწემ, ლაშა ცანავამ

 “თავიდან დამირეკეს ორი კვირის წინ და დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, მაგრამ მე განვაცხადე უარი, რადგან არ ვენდობი პროკურატურას. ვითხოვე დავეკითხე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად და შემდეგ უკვე ბრალი წამიყენეს. დღეს კი გამომძიებელმა და პროკურორმა დამიბარეს დაკითხვაზე ბრალის გასაცნობად. იმის ნაცვლად, რომ მიხედონ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს და მოაგვარონ ისინი, მიბარებენ მე დაკითხვაზე და მინდა ვთქვა ერთი რაღაც - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ. წმინდა პოლიტიკური საკითხია, რასაც ესენი აკეთებენ ახლა.

ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ჩემს ქვეყანას ვემსახურე პირნათლად და ასე გაგრძელებას ვაპირებ ბოლომდე. ბრძოლა გამარჯვებამდე!“ - განაცხადა ლაშა ცანავამ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა - პარლამენტში ჩემი თანაშემწის დაკავებას აპირებენ