"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, ერთობის ფასი და იმის ფასი, რომ ფაქტობრივად ხალხისთვის შეუძლებელი არაფერია, მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება იყოს მათთვის." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
"შესაბამისად ჩვენ, 35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ რეალობაში ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს.
ამიტომ ერთობის ფასი ამ ქვეყანაში არაფერი, ერთ მუშტად შეკრულებს, ცხადია ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია!"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა