"რელიგიურ უმცირესობებს საქართველოს ეკლესიასთან შედარებით ბევრად მეტი დაფინანსება აქვს ქვეყნის გარედან, მოიძიეთ თუ გაიგებთ მაინც", - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" მოთხოვნას "დემოკრატიული მოძრაობისა" და "თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა.

როგორც პოლიტიკოსი "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, საქართველოს ეკლესიას ბიუჯეტის დაფინანსების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს.

"ეკლესიას არც რეკლამა აქვს და არც სხვა შემოსავლები. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო სახელმწიფო დაფინანსებაა. რელიგიურ უმცირესობებს ბევრად მეტი დაფინანსება აქვს ქვეყნის გარედან. არ იცით სუნიტებს ვინ აფინანსებს? თურქეთის ბიუჯეტი აფინანსებს.

შიიტებს, გრიგორიანელებს, იეღოველებს ვინ აფინანსებს არ იცით? საქართველოს ეკლესიის დაფინანსება ხომ მათთან შედარებით გროშებია. რა გინდათ, საქართველოს ეკლესიის დაფინანსება ნულზე დაჯდეს და მათ არ გაუკონტროლდეთ დაფინასებები?! მოიძიეთ, თუ გაიგებთ მაინც რამდენია იეღოველების დაფინანსება? მაგათ ჯიპებზე რატომ არ საუბრობთ?" - ამბობს კუკავა. 

ინტერვიუს ამ ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე, ხოლო სრულ ინტერვიუს მკითხველს ოდნავ მოგვიანებით შევთავაზებთ.