მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება.

„ეს არის პარტიული აქცია, მე რა თქმა უნდა ამ აქციას არ შევუერთდები. სანამ ხალხს მოვუწოდებთ რომ გვერდში დაგვიდგნენ 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, თავად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აჩვენონ, როგორ მუშაობენ 12 პუნქტის შესრულებაზე. ამ მხრივ ყველაზე მეტი შენიშვნა მე „ნაციონალურ მოძრაობასთან მექნებოდა“, - განაცხადა სამნიძემ.