მეგობრებო,
ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა "ოცნების" მიმართ რეალობაა, რომელზედაც პასუხის ისევ - არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს საქმე მიიყვანეთ ბოლომდე!!!! - ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთან ერთად და ვიდგები მოთხოვნით - არა რუსულ კანონს!
მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ - კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს "ოცნებამ"! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!