დღეს რაც სალომემ თქვა, ეს იყო პოლიტიკური დივერსია საქართველოში -  ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ზოგადად ყველას ვურჩევ, რომ  არ იფიქრონ სალომე ზურაბიშვილზე, არც მის გამოსვლაზე და ზოგადად ამ პიროვნებაზე უნდა დავამთავროთ ფიქრი. 

ცოტა  გინახიათ ადამიანი, რომელიც გათხოვდება სიყვარულით და მერე ეყრება თავის მეუღლეს, ოჯახი ენგრევა. ქალი რომ არ გამოდგება ოჯახში, რა უნდა ქნა?- ასეა სალომე ზურაბიშვილი. ის ჩვეულებრივად აგენტია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების, მაგალითად საფრანგეთის.  დღეს რაც სალომემ თქვა, ეს იყო პოლიტიკური დივერსია საქართველოში. მან მოაწყო დივერსია საქართველოში“- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.