საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი ტყუილსა და დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ ვიზებზე უარი უთხრა.

„ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა გიორგი კანდელაკმა, არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებს მიღებული აქვთ კანადის ვიზები. ამის შესახებ პირადად შემატყობინა კანადის საელჩოს წარმომადგენელმა. დღეს მქონდა მისგან სატელეფონო ზარი. დამიდასტურა, რომ ვიზები გაცემულია“, - ხატია წილოსანი.