მიშას გათავისუფლების აქციები  თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ უცებ შეწყვიტეს, როგორც ჩანს გამორჩენისთვის იდგნენ  ქუჩაში - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღესაც გრძელდება იმ ადამიანებს ისტერია, რომლებიც მხოლოდ გამორჩენისთვის სპეკულირებდნენ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობით, მხოლოდ სიაში ყოფნისთვის უნდათ დღემდე მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, თუმცა მასთან არავითარი ბმა, რაიმე სენტიმენტი არ გააჩნიათ. პარტიაში არის ბევრი ადამიანი, რომელსაც წლებია ვიცნობ და წუხთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რასაც ვერ ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც აქციებს ატარებდნენ თვეების განმავლობაში და ახლა უცებ შეწყვიტეს აქციები იმიტომ, რომ  თანამდებობებზე დაინიშნნენ, როგორც ჩანს ისინი გამორჩენისთვის იდგნენ  ქუჩაში. მაგალითად, ქალბატონი თამარ ჩარკვიანი  ყვიროდა ტელევიზიით, მიმართავდა მიშას - ჩამოდი მიშა, ჩამოდი მეგობარო“- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.