პარლამენტმა ე. წ. ხალხის ძალა პოლიტიკურ ჯგუფად დაარეგისტრირა, მე და ხატია დეკანოიძეს კი ანალოგიური ჯგუფის შექმნაზე უარი გვითხრა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„პარლამენტის ბიურომ ე. წ. ხალხის ძალა, რომელიც სინამდვილეში კრემლის ძალაა, დაარეგისტრირა პოლიტიკურ ჯგუფად და უარი გვითხრა მე და ხატია დეკანოიძეს ანალოგიური ჯგუფის შექმნაზე. პროცედურული ხრიკებით უნდათ რომ შეგვზღუდონ და გაგვანეიტრალონ. არ გამოუვათ“- განაცხადა გოცირიძემ.