ახლა, მთავარია იმაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ - ეს ხელისუფლება როგორ შევცვალოთ - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მიერ საქართველოსთან  სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

პუტინმა ფრთები შეასხა ივანიშვილს. ეს ისედაც ვიცოდით. ახლა, მთავარია იმაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ - ეს ხელისუფლება როგორ შევცვალოთ. ეს არის მთავარი მიზანიც, ამოცანაც.

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90-დღემდე ვადით უვიზოდ ჩასვლა შეეძლებათ.