ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა. - ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ოპოზიციის ნაწილს მიმართავს და ეხმაურება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვდრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა. - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.