ყოველთვის ვამბობდი, რომ შეიძლება ჩემი პარტია გაჩნდეს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ახალი ლანდშაფტი აუცილებლად შეიქმნება პოლიტიკური რეალობის, წარმოუდგენელია უბრალოდ ასე გაგრძელდეს. თეორიულად მე არც გამომირიცხავს არასდროს, რომ შეიძლება ჩემი პარტია გაჩნდეს, ან სურვილი მქონდეს რაღაც ერთობაში შევიდე, მე ყოველთვის ვამბობდი ამას. ამიტომ, ვფიქრობ,  რომ გარდა პროცედურული საკითხებისა, რითაც რეალურად ხელები შეუკრეს ოპოზიციას განსაკუთრებით ჩვენ იმიტომ, რომ რაღაც გამონაკლისი აღმოვჩნდით, რომ თითქოს არ შეიძლება პარტიული სიიდან გასულ ადამიანებს ჰაქონდეთ საშუალება პოლიტიკური ბლოკი შექმნან“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.