ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, პარლამენტარი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე. ამიტომ მისმა რჩეულმა პარტიამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი. ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ იქნება.
რაც შეეხება სხვა შეკვეთილ სიბინძურეს, მსგავსი წულუკიანი/ხაინდრავასგან უკვე მოსმენილი მაქვს (ქუთაისს მიმართავდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ), ამიტომ უხარისხო, მდარე სისულელე არ მაინტერესებს" - წერს ხატია დეკანოიძე.