ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესია, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავლისკენ, ევროკავშირში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ხატია დეკანოიძემ ნაძალადევში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მოქალაქეები ძალიან მოტივირებული არიან გამარჯვებისთვის.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და, რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში. ჩვენ ავირჩევთ ევროკავშირს, კეთილდღეობას და მოლაპარაკებებიც ძალიან მალე გაიხსნება ევროკავშირთან. ამისთვის ვემზადებით ყველანი, ძალიან მოტივირებული ვართ და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები: ეს არის ის, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავალში – ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.