26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც პირველ რიგში, წავა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე და საქართველო იქნება სრულიად განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს", - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე
"ფაქტია და ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ", ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანეს სრულ იზოლაციაში და რა თქმა უნდა, ეს იზოლაცია არის ზუსტად მათი განზრახვა, რომ საქართველოში იყოს ემიგრაცია სიღატაკე და ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც პირველ რიგში, წავა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, წავა სოციალურ პროექტებზე, წავა ეკონომიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იქნება სრულიად სხვა და განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ აშშ-ის მიერ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით.