ჩვენ ყველას გვეშინია ომის და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ევროპის კავშირი, რომ ზუსტად უსაფრთხოებით, ჩვენი ძლიერი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებით ვიყოთ დაცულნი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„შიშით კულტივაცია ზუსტად ხდება ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, იმიტომ რომ მშვიდობა არის ზუსტად ის, რაც არის დღეს ევროპის კავშირში. ჩვენ ყველას გვეშინია ომის და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ევროპის კავშირი, რომ ზუსტად უსაფრთხოებით, ჩვენი ძლიერი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებით ვიყოთ დაცულნი. ევროპის კავშირში არის ყველა დაცული და ზუსტად ევროპის კავშირში არ არის ექსპანსია, სამხედრო აგრესია და ომი. თუ ვინმეს არ აინტერესებს ჩვენი შვილების უსაფრთხოება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.