სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება.
„სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება. ხელისუფლება რუსულ გავლენას თვითონ ატარებს.
ჩვენ 26 ოქტომბერს და პირველ რიგში ქართველი ხალხი დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო, სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება ევროკავშირის წევრობა, ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები არის გადამწყვეტი. ამიტომ, რეალურად, რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების და ლავროვის იდენტური გზავნილები სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-სთან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.