მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე, "კანონი და სამართალის" ლიდერი, დეპუტატი თამარ ჩარკვიანის გაკეთებულ განცხადებაზე ამბობს, რომ ჭორაობა და ბოდვაა. 

"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება.
ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე." - წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუკში"

თაკო ჩარკვიანის განცხადებას უკვე უპასუხა ნიკა მელიამ. - თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე... კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანის აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც გაწევრიანდება პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკანორ მელია და დეპუტატი "ნაცმოძრაობიდან" ხატია დეკანოიძეც.