"მითხარით რა სარგებლობა მოაქვს ამ კანონს ქვეყნისთვის? რატომ გწყინთ კაცო, სიტყვა მოღალატე." - ასე მიმართა "კანონი და სამართლის" ლიდერმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

"ძალიან გთხოვთ, საშინელება ხდება. აქ არიან ადამიანები ვისაც არ უნდა ამაზე ხელის მოწერა, იმათი ოჯახები ნერვიულობენ. მაინცდამაინც დავასახელო? არა! არ მოგცემთ დასაძიძგნად იმ ხალს, შეიცოდეთ მათი შვლები. უახლოეს წარსულში დაერქმევათ მათ მოღალატეთა ოჯახები. ამას ჩვენ გავაკეთებთ კაცო. აბა ყორღანაშვილს. ყორღანაშვილი ხარ-თქო თუ არ უთხარი... ძალიან არ მაინტესებს ახლა ყაველაშვილს რა სწყინს?! 

გოგო, შენ რა მოგივიდა, ქეთი(დუმბაძე) გამომხედე ერთი, რა დაგემართა?! ხომ არ გაგიჟდი , ვისთან ზიხარ?" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა პლენარულს სხდომაზე