მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც გაწევრიანდება პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკანორ მელია და დეპუტატი "ნაცმოძრაობიდან" ხატია დეკანოიძეც.
„ჩემი ინფორმაციით, ახალი შეფუთვით წარმოჩინდება ბიძინა ივანიშვილი, ახალი პარტიით.
2015 წელს 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა „წყალკანალი“, წყლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა, ეს სახელმწიფოს ვალდებულება იყო. ასევე იყო ვალდებულება, რომ წყლის ტარიფი არ გაძვირდებოდა. არცერთი ვალდებულება არ სრულდება. 2016 წელს 240 მილიონ დოლარიანი ვალდებულება იხსნება, ანუ სახელმწიფო თავად იზარალებს თავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერის გამო, ივანიშვილის ხელისუფლება პრაქტიკულად ჩუქნის, ხსნის 240 მილიონი დოლარის ოდენობის ვალდებულებას და ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, შემდეგ შენ, როცა უნდათ, მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას.
ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია. აი, რატომ ვებრძოდი მე ამ ყველაფერს და თავის დროზე რატომ ვამხილე ეს სქემა. მხოლოდ ნიკა მელია არა, ხატია დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მგონი, მისი თანხმობა უკვე არის“, – განაცხადა „ფორმულას“ გადაცემაში "ღამის კომენტრი".
ცნობისთვის, თაკო ჩარკვვიანის განცხადებას უკვე უპასუხა ნიკა მელიამ. - თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე... კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები