არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება, ყალბდება მანამდე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„არჩევნების დღეს არ ყალბდება მხოლოდ არჩევნები, არჩევნები ყალბდება მანამდე, ჩარევა ხდება მანამდე. იგივე სკოლის დირექტორების საკითხი, რესურსცენტრების კონკურსის საკითხი, რომელზეც არავინ საუბრობს. ყველა რესურსცენტრში გამოცხადებულია კონკურსი, ახალი ნომენკლატურის დანიშვნა უნდათ. ამიტომ, ეს პროცესიც მიმაჩნია, რომ არის მართლაც მოპოვება ერთ-ერთი მტკიცებულების.
თუ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდება, მარტივად რომ ვთქვათ, ამას არავინ ცნობს",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის" ეთერში.