იპოთეკური სესხის პროცენტი არის ძალიან მაღალი. ეს სახელმწიფოს ბრალია, ვინაიდან ინფლაცია იმატებს, ლარი უფასურდება, რისკები იზრდება. - ამის შესახებ მე-10 პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"სახელმწიფოს ბრალია ეს მონური პროცენტი ზუსტად, როცა მთელი საშუალო ფენა 20 წელზე მეტი ვიხდით სახლის იპოთეკის პროცენტს და და იმაზე მეტს, ვიდრე სესხი ავიღეთ. უუნარო სახელმწიფო, მაღალი ინფლაციით და კლეპტოკრატიით ბანკებისთვის მაღალი რისკია." - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 18 პირი, სისხლის სამართლის კოდექსით კი 2 პირი დააკავა