„ქართული ოცნების“ ინტერესია, მაღალი საარჩევნო ბარიერი შეინარჩუნონ, რათა დამატებითი წინაღობა შეუქმნან ნებისმიერ კოალიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის მომხრეა.

„ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის მომხრე ვარ, რადგან ჩვენი მოქალაქეების ინტერესის ასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ბუნებრივი ბარიერი საშუალებას მისცემდა, პოლარიზებულ გარემოში პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესია, მაღალი ბარიერი შეინარჩუნონ, რათა დამატებითი წინაღობა შეუქმნან ნებისმიერ კოალიციას, რომელიც 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.