ფართო გეოპოლიტიკური ვითარება, როგორც იცით, საკმაოდ მყიფეა. მეხუთე წელია, რუსეთის ომი და აგრესია მიმდინარეობს უკრაინასთან მიმართებით, კონფლიქტი, არასტაბილურობა გვაქვს ახლო აღმოსავლეთში. სამხრეთ კავკასიას ნატო ვუყურებთ, როგორც სტაბილურობის კუნძულს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
კევინ ჰამილტონს კითხვა დაუსვეს, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რა არის ნატო-ს სტრატეგია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით?
„იცით, რომ ალიანსი სხვადასხვა ქვეყნისგან შედგება, განსხვავებული პრიორიტეტებია. ზოგადად, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონზეა საუბარი, ეს რეგიონი ნატო-სთვის მალევე გახდა სტაბილური ზონა, რომლის მხარდაჭერისთვისაც მომართულები ვართ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.











