ერთად უნდა ვიმუშაოთ ნატო-ში ევროპის წვლილის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კალასის თქმით, ბრიუსელში, მარკ რუტესთან შეხვედრისას უკრაინასა და ირანში არსებული კონფლიქტები, ასევე ევროპის თავდაცვის მზადყოფნა განიხილეს.
„ნატო ევროპული თავდაცვის ქვაკუთხედია. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ ნატო-ში ევროპის წვლილის გასაძლიერებლად. უფრო ევროპული ნატო, დიდი ხანია, საჭიროა“, – წერს კალასი.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ნატო-ში ევროპის წვლილის გაზრდის გზები.
It was good to meet with @SecGenNATO Mark Rutte today to speak about our support to Ukraine, Iran’s latest unprovoked attacks, and European defence readiness.
— Kaja Kallas (@kajakallas) May 6, 2026
NATO is the cornerstone of European defence. We agree that we must work together on strengthening Europe's contribution… pic.twitter.com/gyyPlUKvx3









