2026 წლის 7 მაისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

კევინ ჰამილტონს ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო. მას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.