დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ამნისტიის შესახებ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მისასალმებელია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დაშვებული შეცდომების შემდეგ ადამიანებმა სწორად გააანალიზონ თავიანთი ქმედებები.
„ამ ტიპის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მისასალმებელია. სამწუხაროდ, შეცდომა ყველას მოსდის, ადამიანები ვართ. მთავარია, შენ გააანალიზო, რომ ამ ყველაფერზე სწორი დასკვნები გააკეთო, მოინანიო და დაუბრუნდე ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ცხოვრებას. როცა ვერ იაზრებენ ამ შეცდომებს, ანალიზს ვერ აკეთებენ და აგრძელებენ ისევ თავის ქმედებებს და ბოროტებას, ეს ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.